Apple Pay და Google Pay უკვე მოვიდა — კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გადახდა პარკინგისთვის
პროდუქტი
მოვედი განაგრძობს ინოვაციური საგადახდო გადაწყვეტილებების დანერგვას, რათა პარკინგის პროცესი მაქსიმალურად მარტივი, უსაფრთხო და სწრაფი გახდეს. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მოვედის პლატფორმას Apple Pay და Google Pay გადახდის მეთოდები დაემატა.

ამიერიდან მომხმარებლებს აღარ სჭირდებათ საბანკო ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა — პარკინგის საფასურის გადახდა შესაძლებელია ერთი შეხებით (Touch ID, Face ID ან Google Wallet-ის გამოყენებით).
რა უპირატესობას აძლევს ეს სიახლე მომხმარებლებსა და პარკინგის ოპერატორებს?
- მყისიერი გადახდა: პროცესი სრულდება წამებში, ბარათის მონაცემების შეყვანის გარეშე.
- უმაღლესი უსაფრთხოება: Apple Pay და Google Pay იყენებენ ტოკენიზაციის თანამედროვე სტანდარტებს, რაც გამორიცხავს ბარათის მონაცემების მესამე მხარესთან გაზიარებას.