სახელმძღვანელო ავტოსადგომის მფლობელებისთვის

როგორ იქცევა ავტოსადგომი შემოსავლის წყაროდ: დაგეგმვა, ტარიფი, ყოველდღიური მუშაობა და გეგმარების კომერციული მხარე. ყველა ტექსტი მექანიზმს აღწერს და არა კონკრეტულ ციფრებს, რადგან ტარიფებს თითოეული ობიექტი თავად ადგენს.

პარკინგის ბიზნესი: როგორ მუშაობს და საიდან მოდის შემოსავალი

პარკინგის ბიზნესი ნიშნავს, რომ შენს საკუთრებაში ან მართვაში არსებულ ავტოსადგომზე დროს ყიდი: მძღოლი იხდის იმ პერიოდში, რაც მანქანა ადგილს იკავებს. შემოსავალს სამი რიცხვი განსაზღვრავს: რამდენი ადგილი გაქვს, რამდენად ივსება და რა ტარიფით. ამ სამიდან მეორეს ყველაზე ხშირად ივიწყებენ.

ფასიანი პარკინგის დაგეგმვა: როგორ განვსაზღვროთ ტარიფი და შემოსავლის მოდელი

ფასიანი პარკინგის დაგეგმვა ტარიფით არ იწყება. ჯერ უნდა იცოდე, როდის ივსება და როდის ცარიელდება შენი ავტოსადგომი კვირის განმავლობაში, რადგან სწორედ ეს მრუდი კარნახობს, რომელი მოდელი მუშაობს: საათობრივი, დღიური, თვიური თუ სამივე ერთდროულად.

როგორ ვამუშაო ფასიანი პარკინგი სწორად

ფასიანი პარკინგის სწორად მუშაობა სამ გადაწყვეტილებაზე დგას: ვინ შემოდის, როგორ იხდის და რა ხდება მაშინ, როცა არ იხდის. თუ სამივეზე ნათელი პასუხი გაქვს და თითოეული სესია აღრიცხულია, დანარჩენი ტექნიკური დეტალია.

ავტოსადგომის გეგმარება: როგორ მოქმედებს განლაგება შემოსავალზე

პარკინგის გეგმარებას ორი მხარე აქვს. პირველი ნორმატიულია: ზომები, გაბარიტები, პანდუსები და უსაფრთხოება, რასაც პროექტანტი და მოქმედი ნორმები განსაზღვრავს. მეორე კომერციულია: იგივე გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რამდენს გამოიმუშავებს ავტოსადგომი წლების განმავლობაში. ეს ტექსტი მეორეზეა.

// თუ მზად ხართ ჩაერთოთ

დატვირთეთ თქვენი ავტოსადგომი მაქსიმალურად.

ჩვენ შევისწავლით თქვენს ავტოსადგომს, გავაკეთებთ შემოსავლის პროგნოზს და გავწერთ დეტალურ გეგმას ქსელში ჩასაშვებად.

// მომენტალური გაშვება ზედმეტი ხარის გარეშე
01 არსებული ANPR / PMS-ის დაკავშირება
02 მოქნილი ტარიფების გაწერა
03 საპილოტე ჩაშვება და დაკვირვება