სწრაფ ურბანიზაციასთან ერთად, გართულდა თავისუფალი საპარკინგე ადგილების მოძიება. მანქანის მძღოლები დიდ დროს კარგავენ თავისუფალი ადგილის ძებნაში. MoveDI აგვარებს ამ პრობლემას. ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით რეალურ დროში შესაძლებელია თავისუფალი ადგილების და ფასების ნახვა
MoveDI-ს მეშვეობით ვიზიტორები მარტივად პოულობენ ადგილს, ჯავშნიან, იხდიან და აკონტროლებენ პარკინგის სესიას. პარკინგის ოპერატორებს აქვთ სრული ციფრული ინფრასტრუქტურა და მართვის ხელსაწყო.
ჩვენი პლატოფრმა რეალურ დროში გაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას ტენდეციებზე და ოპტიმიზაციის შესაძლელობებზე. დეტალური ინფორმაცია ჯავშნებზე და შემოსავალზე
ავტომატიზირებული უკონტაქტო შესვლა და გასვლა. ნომრის ამომცნობი სისტემა კითხულობს ჯავშანს და ბარიერი იხსნება, ვიზიტორს კი ჯავშნის მართვა აპლიკაციიდან შეუძლია.
ავტოსადგომის სრული მართვის სისტემა. ტარიფების და ვიზიტების კონტროლი. არსებული PMS (Parking Managment System) სინქრონიზაცია და თავსებადობა.
გადაადგილე სლაიდერები. გათვლა ეყრდნობა ქვემოთ ჩამოთვლილ დაშვებებს.
ჩვენი სისტემა პირდაპირ უკავშირდება არსებულ კამერებს, პარკინგის მართვის სისტემებს და ბარიერებს, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია თქვენს ობიექტზე.
სტანდარტულ ინტეგრაციას 1 დღეზე ნაკლები დრო სჭირდება.
ჩვენ გუნდი სწრაფად აინტეგრირებს არსებულ ANPR, PMS და ბარიერებს არსებული პროტოკოლებით.
ჩვენი პარტნიორი ინტეგრატორები, რომლებიც 15 წლიან გამოცდილებას ითვლიან საპარკინგე სფეროში.
პარკინგის ბიზნესი ნიშნავს, რომ შენს საკუთრებაში ან მართვაში არსებულ ავტოსადგომზე დროს ყიდი: მძღოლი იხდის იმ პერიოდში, რაც მანქანა ადგილს იკავებს. შემოსავალს სამი რიცხვი განსაზღვრავს: რამდენი ადგილი გაქვს, რამდენად ივსება და რა ტარიფით. ამ სამიდან მეორეს ყველაზე ხშირად ივიწყებენ.
ფასიანი პარკინგის დაგეგმვა ტარიფით არ იწყება. ჯერ უნდა იცოდე, როდის ივსება და როდის ცარიელდება შენი ავტოსადგომი კვირის განმავლობაში, რადგან სწორედ ეს მრუდი კარნახობს, რომელი მოდელი მუშაობს: საათობრივი, დღიური, თვიური თუ სამივე ერთდროულად.
ფასიანი პარკინგის სწორად მუშაობა სამ გადაწყვეტილებაზე დგას: ვინ შემოდის, როგორ იხდის და რა ხდება მაშინ, როცა არ იხდის. თუ სამივეზე ნათელი პასუხი გაქვს და თითოეული სესია აღრიცხულია, დანარჩენი ტექნიკური დეტალია.
პარკინგის გეგმარებას ორი მხარე აქვს. პირველი ნორმატიულია: ზომები, გაბარიტები, პანდუსები და უსაფრთხოება, რასაც პროექტანტი და მოქმედი ნორმები განსაზღვრავს. მეორე კომერციულია: იგივე გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, რამდენს გამოიმუშავებს ავტოსადგომი წლების განმავლობაში. ეს ტექსტი მეორეზეა.